ახალი ამბები

თამარ კეკენაძე: იმედი მაქვს, უკრაინა ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაიწყებს

5 დეკემბერი, 2017 • 1360
თამარ კეკენაძე: იმედი მაქვს, უკრაინა ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაიწყებს

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინა ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაიწყებს.

“უკრაინის, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნის გულშემატკივარმა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გავა სამართლებრივი სივრციდან და ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაიწყებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ცუდად აისახება უკრაინის დემოკრატიულ განვითარებაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე”- განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ ბოლო პერიოდში მის მიმართ განხორციელებული ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულის განცდას ტოვებს:

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის უკრაინელი ოპოზიონერი და მოქმედებს უკრაინის პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში. ბოლო პერიოდში მის მიმართ განხორციელებული ქმედებები ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებულის განცდას. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში სასამართლო და პროკურატურა სრულად პოლიტიზირებულია,” – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი