ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

18 ივლისი, 2013 • 1246
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის’ წევრის, თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, ხვალ საკრებულოხ რიგგარეშე სხდომის ჩატარების შემთხვევაში, თუ კომიისის თავმჯდომარეები გადაირჩიეს და ახლები აირჩიეს, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ამ ფაქტს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

 

გრიგალაშვილის განცხადებით, თუ საკრებულოს სხდომაზე გადაირჩევენ და ხელახლა დანიშნავენ კომისიის წევრებს, ეს ეწინააღმდეგება რეგლამენტს. 

 

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ ვეპოტინებით ჩვენს თანამდებობებს. არ არის საჭირო წინსწრებით სხდომის ჩატარება, სხდომა დაგეგმილია ხუთი დღის შემდეგ. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი ჩემი ოპონენტებისგან, თუ რატომ უნდა ჩატარდეს სხდომა დაგეგმილზე ადრე,”–განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

 

ამ წუთებში დასრულდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანსა და საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებს შორის დახურული კონსულტაციები ხვალიდნელ სხდომასთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე  საკრებულოს წევრების განცხადებაა შესული, რომელშიც ხვალ რიგგარეშე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეების გადარჩეეას და ახლის დანიშვნას ითხოვენ.

 

10 დღს წინ საკრებულოს უმრავლესობამ წერილით მიმართა ზაალ სამადაშვილს, რომ რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს დაენიშნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომას 19 ივლისს გამართავდნენ. 

 

თბილისის საკრებულოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

 

თბილისის საკრებულოს პრესცენტრში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ წერილში გარკვეული იურიდიული ხარვეზები იყო და ამის შესახებ შეტყობინებას სამადაშვილი უმრავლესობას დღეს გაუგზავნის. 

 

თბილისის საკრებულოში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” უმრავლესობა დაკარგა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხიც. 

 

ამ დროისთვის “ნაციონალურ მოძრაობას” თბილისის საკრებულოში 22 დეპუტატი ჰყავს, ხოლო საპირისპირო მხარეს შექმნილ რამდენიმე ფრაქციაში  25 დეპუტატი ერთიანდება.

 

უკვე სახელდებიან საკრებულოს ახალი თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებიც. ერთ-ერთი მათგანია ფრაქცია “თავისუფლების” თავმჯდომარე, ყოფილი “ნაციონალი” ირაკლი შიხიაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი