ახალი ამბები

EBRD–ი ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს

17 ივლისი, 2013 • • 1157
EBRD–ი ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს

ამის შესახებ ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტმა  დღეს საქართველოს ეროვნულის ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქადაგიძემ კომენტარი მედიასთან გააკეთა: „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დოლარიზაციის შემცირება და ლარიზაციაა. ამ მიმართულებით რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში, დაახლოებით 2-3 თვეში, ევრობანკი ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს. ეს იქნება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული პირველი ფასიანი ქაღალდი. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების განვითარებასა და საპროცენტო განაკვეთების კლების დინამიკას“, _ აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

 

მისი თქმით, ეს ტენდენცია სხვა კომპანიების მხრიდანაც გაგრძელდება.

 

გიორგი ქადაგიძე, კომერციული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ფასიანი ქაღალდის მოცულობის, ნომინალური ფასისა და სხვა ტექნიკური დეტალების კომენტირებისაგან თავს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი