ახალი ამბები

ევა გოცირიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მიესალმება

1 დეკემბერი, 2017 • 2348
ევა გოცირიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მიესალმება

ევა გოცირიძე ამბობს, რომ მარიხუანის მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც საზოგადოებისათვის გუშინ გახდა ცნობილი, მიესალმება. ამის შესახებ გოცირიძემ ნეტგაზეთს განუცხადა სატელეფონო საუბრისას.

ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და მის საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა დღეს გაიმართება.

“აბსოლუტურად არასწორი მოლოდინია, რომ მე რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს გავატარებ [საკონსტიტუციო სასამართლოში]. მე ვიქნები დამოუკიდებელი, ეს ჩემთვის ღირსებისა და პროფესიული თავმოყვარეობის საკითხია”, – განაცხადა გოცირიძემ დღეს პარლამენტში სტუმრობისას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის წესით აღარ უნდა დაისაჯოს. სასამართლოს არგუმენტები მარიახუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი