ახალი ამბები

უსუფაშვილი: კანონი უზენაესი ხდება არა ძალით, არამედ შეგნებით

16 ივლისი, 2013 • 1310
უსუფაშვილი: კანონი უზენაესი ხდება არა ძალით, არამედ შეგნებით

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ:


“ნაჩქარევად მიღებული კანონები განწირულია იმისთვის, რომ ვერ იმუშაოს. თუ საზოგადოების უმრავლესობა არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა აღსრულდეს, კანონი ვერ იქნება ეფექტური. კანონი უზენაესი ხდება არა ძალით, არამედ შეგნებით და ის უნდა სრულდებოდეს, როგორც გააზრებული უზენაესობა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ვერ დამკვიდრდა კანონის უზენაესობა, არის ის, რომ საზოგადოება მოწყვეტილია ამ პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია კანონის აღსრულებაზე კონტროლი. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გახსნილი ამ პროცესში”, – განანცხადა უსუფაშვილმა.

 

სემინარში ასევე მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე:

 

“სემინარი ეძღვნება საკანონმდებლო პროცესს, მის ღიაობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში და იუსტიციის სამინისტროს ამ მხრივ ბევრი რამ აქვს სათქმელი. ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის დღიდან თითოეული კანონპროექტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით, მზადდებოდა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობით. ჩვენ მხოლოდ საზოგადოებასთან შეჯერებულ პოზიციებს ვაწვდიდით პარლამენტს და დღეს სიამოვნებით გავუზიარებთ მონაწილეებს ჩვენს გამოცდილებას”, – განაცხადა ბარამიძემ.

 

სემინარში მონაწილეობენ საპარლამენეტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი