ახალი ამბები

პროკურატურამ მოქალაქეზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის გამოძიება დაიწყო

29 ნოემბერი, 2017 • 1437
პროკურატურამ მოქალაქეზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის გამოძიება დაიწყო

[two_third last=”no”]Content[/two_third][one_fourth last=”no”]Content[/one_fourth]

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე გიორგი პერტაიას მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, პროცესი 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის ან იარაღის გამოყენებით.

მოქალაქე გიორგი პერტაიას ცნობით, 26 ნოემბერს თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე, ავტომანქანით მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, როცა პოლიციამ გააჩერა და დოკუმენტაცია სთხოვა. დოკუმენტების გადაცემის შემდეგ კი, მოქალაქის გადმოცემით, სამართალდამცავები აგრესიულ ქმდებებზე გადავიდნენ და წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, გზაში კი როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ; ასევე ემუქრებოდნენ ნარკოტიკის ჩადებით.

“პოლიციის თანამშრომლებმა დამადეს ხელბორკილები, ჩამსვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და გადამიყვანეს დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მაყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ნასვამი, ასევე ვიყავი ნარკომანი და ამის გამო დამიჭერდნენ. ჩემი უარყოფისა და ნარკოლოგიურში შემოწმების მოთხოვნის შემდეგ მიპასუხეს, რომ არ იყო პრობლემა, რადგან ნარკოტიკების ჩადებას მარტივად შეძლებდნენ. მუქარასა და გინებასთან ერთად მაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცყოფასაც“- აცხადებდა ის.

27 ნოემბერს პერტაია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც საქმე მისი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით განიხილეს. მოსამართლემ პოლიციის თანამშრომლებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა და პროცესი 5 დეკემბრისთვის გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი