როგორც უსუფაშვილმა დღეს, 15 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, ჩაერთვება თუ არა ბურჭულაძე პოლიტიკაში, ეს მხოლოდ მომღერლის პირად გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
“ბატონი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ბატონი პაატას ადგილი და როლი- როგორც სცენაზე, ისე საქველმოქმედო ასპარეზზე- არის შეუცვლელი. მე მას ვუსურვებ წარმატებებს თავის პროფესიულ საქმიანობაში და თუ ოდესმე პოლიტიკოსობასაც გადაწყვეტს, ასევე ვუსურვებ წარმატებებს, თუმცა თუ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდებით, ცხადია, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ხარჯზე – ვერა. დანარჩენი ყველაფერში წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ.
პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობა არ დგას. პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას პარტია “თავისუფალი საქართველო” აპირებდა. გავრცელებული ცნობით, ბურჭულაძესთან მოლაპარაკებებს ჯონდი ბაღათურიაც აწარმოებდა.
