ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: ჩემი პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობა არ დგას

15 ივლისი, 2013 • 1259
პაატა ბურჭულაძე: ჩემი პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობა არ დგას

”ბოლო დღეებში ჩვენს ოფისში არ წყდება ზარები, გვიკავშირდებიან ჩვენი თანამემამულეები და მედიის წარმომადგენელები. გადავწყვიტე გამოვეხმაურო ჩვენს ერთგულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებრივ ინტერესს.

მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ წლების მანძილზე ვიღებდი შემოთავაზებებს ჩემი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი უარს და ჩემი ეს პოზიცია არც არასოდეს მინანია.

 

ბოლო დროს ეს შემოთავაზებები ძალიან გააქტიურდა, მასში ჩაერთო ქართულისაზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე მომმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა.

 

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ პერიოდში პირადად გვიკავშირდებოდა თუ წერილებს გვწერდა, უღრმესი მადლობა გამოხატული ნდობისა და პატივისცემისათვის, მათ შორის ბატონ ჯონდი ბაღათურიასა და კახა კუკავას, რომლებმაც გაახმოვანეს საზოგადოების ეს მოსაზრება.

 

ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობა არ დგას და იმ საზოგადოებრივი საქმიანობით, რომელსაც ვეწევი, ბევრად უფრო მეტ სარგებელს მოვუტან ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები ჩემი ერის სამსახურში და თუ ჩვენ ოდესმე ყველანი ერთად მივიჩნევთ, რომ ჩვენს ქვეყანას სხვა სფეროში მეტად სჭირდება ჩემი ყოფნა და გამოცდილება, გპირდებით, რომ მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა”, – ნათქვამია განცხადებაში.]

პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას პარტია “თავისუფალი საქართველო” აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი