ვეტოს დაძლევამდე პარლამენტმა კენჭი პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს უყარა, თუმცა ეს შენიშვნები პარლამენტმა 11 ხმით 81-ის წინააღმდეგ არ გაიზიარა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონის პროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსსა“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
