ახალი ამბები

„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩადის

25 ნოემბერი, 2017 •
„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩადის

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის, თამარ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, თბილისიდან „წუთი-წუთზე უნდა გამოფრინდეს“. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი 12 საათისთვის უნდა გამოფრენილიყო ბათუმში, თუმცა უამინდობის გამო, შესაძლოა დააგვიანოს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქი  პირველიდან ორის ნახევრამდე უნდა ჩამოფრინდეს ბათუმში და პირდაპირ  „ლეოგრანდში“ მიბრძანდება“-ამბობს თამარ ჩხაიძე.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ 24 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი