საკომიტეტო განხილვის დროს ჩიორა თაქთაქიშვილმა უმრავლესობის წევრს ზაზა პაპუაშვილს მასხარა უწოდა, რამაც ამ უკანასკნელის გაღიზიანება გამოიწვია.
“მასხარა უწოდე ოჯახის წევრებს,” – უპასუხა პაპუაშვილმა.
შეურაცხმყოფელი რეპლიკების შემდეგ დეპუტატებმა -ზაზა პაპუაშვილმა, გოკა გაბაშვილმა, გედევან ფოფხაძემ და სხვებმა საუბარი პარლამენტის დერეფანში გააგრძელეს, მოგვიანებით კი კომიტეტის დარბაზში დაბრუნდნენ.

