აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, თუმცა, მას არ ესწრებიან ბრალდებულები.  

 

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლესთან დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა ადეიშვილისა და ჭაკუას საქმეს მტკიცებულებად დაერთოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ 2013 წლის 14 ივნისს გამოტანილი განაჩენი ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელშიც ბრალდებულნი იყვნენ ლადო ბედუკაძე, ბორის ფარულავა, ლევან ფხალაძე და სხვები.

 

როგორც პროკურორმა განაცხადა, აღნიშნული საქმე კავშირშია ჭაკუასა და ადეიშვილის საქმესთან და აუცილებელია ის მტკიცებულებად დაერთოს საქმეს. 

 

იმის გამო, რომ ლაშა ჩხიკვაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი 100 გვერდს აღწევს და მის გასაცნობად დაცვის

ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

მხარეს გარკვეული დროს სჭირდება, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა შესვენება გამოაცხადა გარკველი დროით. მისივე თქმით, საქმის განხილვა მისი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ, სექტემბერში განახლდება.

 

ზურაბ ადეიშვილის ინტერესებს იცავენ ადვოკატები – ოთო კახიძე (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი), ირაკლი გრძელიძე და გოჩა სვანიძე, დავით ჭაკუას უფლებებს კი – მალხაზ ველიჯანაშვილი.

 

საქმე ეხება პატიმართა წამების საქმეს, რისთვისაც პროკურატურამ ადეიშვილს ბრალი დაუსწრებლად 2012 წლის 28 დეკემბერს წარუდგინა. ადეიშვილს ამ საქმეზე რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, ესენია: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ 332-ე მუხლის მეორე ნაწილი და მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები), დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა(სსკ 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, „ბ”, “დ”, “ე”, “ზ” და „თ”  ქვეპუნქტები), დანაშაულის პროვოკაცია (სსკ 145-ე მუხლი) და მტკიცებულების ფალსიფიკაცია (სსკ 369მუხლის მესამე ნაწილი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *