ახალი ამბები

EU საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავაც აღიარებს

24 ნოემბერი, 2017 • 1479
EU საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავაც აღიარებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეები აღიარებენ შესაბამისი პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებებშია ნათქვამი.

ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც დღეს მიიღეს. დაახლოებით მსგავსი ჩანაწერი რიგის 2015 წლის სამიტის დეკლარაციაშიც გვხვდება.

ეს ჩანაწერი არ ნიშნავს ევროპულ პერსპექტივას, ანუ ევროკავშირის დაპირებას იმის თაობაზე, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გაერთიანების წევრები გახდებიან. თუმცა, როგორც ნეტგაზეთს ევროსტრუქტურებში მომუშავე ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, დეკალრაციაში მისწრაფებების აღიარების საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც ზემოხსენებული ქვეყნები ამჟამად ევროპულ პერსპექტივას ვერ იღებენ, სახელდება ევროკავშირის შიდა პრობლემები: მიგრაციის საკითხი, ფინანსური კრიზისი, ბრექსიტი და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი