ახალი ამბები

მაია რჩეულიშვილი: თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ

11 ივლისი, 2013 • 1678
მაია რჩეულიშვილი: თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ

“მე რომ ვყოფილიყავი თაღლითი დექსუსს მმართველობაში არ გადავცემდი 94 მილიონზე მეტ ქონებას. მე იმდენი თანხა მივეცი დექსუსს, რომ მათ ყველა უნდა გაესტუმრებინათ და დღეს მე აქ არ უნდა ვმდგარიყავი”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა დღეს, პროკურატურაში ბრალის წარდგეინს შემდეგ.

 

რჩეულიშვილის თქმით ის ბოლომდე მასალებს არ გაცნობია და სრულ მასალებს მას და მის ადვოკატს ხვალ გადასცემენ:

“მე გავეცანი წარდგენილ ბრალდებას, არ ვცნობ დამნაშავედ თავს, თუმცა ბოლოდე მასალებს არ გავცნობივარ, ხვალ გადმომცემენ ყველაფერს. ფაქტი არის სახეზე, რომ ის ყველა ქონება რაც ნაყიდი იყო იმ პერიოდში დღესაც წარმოადგენს ნაწილობრივ ჩემი და ნაწილობრივ ამ ხალხის საკუთრებას, ვისთანაც მე თავს ვგრძნობ მოვალედ. ინვესტის ეპიზოდს რაც ეხება იქ ყოველ დღე მიდის პროცესები და ყოველ დღე ხდება მორიგება, ანუ სასამართლოთი გადაეცემა ამ ხალხს ქონება” , – განაცხადა რჩეულიშვილმა.

 

მაია რჩეულიშვილის თქმით, ბრალის წარდგენა პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება:

 

“დიდი ხანია მიდის ძიება და ვერ ვიტყვი, რომ ეს რაიმე პოლიტიკურს უკავშირდება. უბრალოდ იმდენი საჩივარი იყო შეტანილი, რომ უნდა მიექცია ცხადია პროკურატურას ყურადღება. უამრავ ეპიზოდში, რომელიც მე წავიკითხე ბოლომდე ჩემი პოზიცია არ იციან. ჩემს პოზიციას ბოლომდე, მე ჩემ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ დავაფიქსირებ”, – აღნიშნა რჩეულიშვილმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ის პროკურატურამ ერთხელ დაკითხა:

 

“მე ერთხელ ვიყავი პროკურატურაში დაბარებული, მაგრამ ვინმეს ჩვენებაზე დაყრდნობით, ან რომელიმე კონკრეტულ ეპიზოდზე არ ვყოფილვარ, მხოლოდ ზოგადად დამკითხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი