ახალი ამბებიეკონომიკა

“შავი პარასკევი” მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში [ფოტო]

24 ნოემბერი, 2017 • 5005
“შავი პარასკევი” მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში [ფოტო]

როგორც წესი, “შავი პარასკევი”, როცა უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს აცხადებენ, ყოველი წლის ნოემბრის ბოლო პარასკევს აღინიშნება. შესაბამისად, 2017 წელს ყველაზე მეტი მომხმარებელი მაღაზიებს მსოფლიოს ქალაქებში სწორედ დღეს, 24 ნოემბერს მიაწყდა.

გთავაზობთ EPA-ს ფოტოებს ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან, რომლებიც ასახევს, თუ როგორ მიმდინარეობს იქ “შავი პარასკევის” ფარგლებში ვაჭრობა.

 

The Guardian-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში “შავ პარასკევს” მოსახლეობა დაახლოებით  £ 2.5 მილიარდს დახარჯავს. მულტინაციონალური ტექნიკის მაღაზია Dixons Carphone-ის წარმომადგენელმა BBC-ის უთხრა, რომ შავი პარასკევი მომხმარებლების მოსაზიდად, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

ბოლო წლებში იტალიაში “შავი პარასკევის” ტრადიცია დამკვიდრდა. 2017 წელს საშუალო ფასდაკლება, რასაც იტალიელ მომხმარებლებს შესთავაზებენ დაახლოებით 50% იქნება, – იუწყება როიტერი.

როიტერის ინფორმაციით, გერმანელები შავ პარასკევს დაახლოებით 1.7 მილიარდ ევროს დახარჯავენ.

ვარაუდობენ, რომ საფრანგეთში სავაჭრო დაწესებულებების შემოსავლები ამ წლის შავ პარასკევს 945 მილიონი ევრო იქნება.

რაც შეეხება აშშ-ს, ზოგიერთ შტატში შავი პარასკევი ოფიციალურად დასვენების დღეა. Standard & Poors-ის წარმოამდგენელმა რობერტ შულზმა CNN-ს უთხრა, რომ 2017 წლის შავ პარასკევს, დიდი სავაჭრო ობიექტების წამომადგენლებს აშშ-ში იმედი აქვთ, რომ გასულ წელთან შედარებით მეტი ფული დაიხარჯება. CNN-ის ცნობით, ამის მიზეზი, ბოლო 17 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე და კრედიტების ხელმისაწვდომობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი