ახალი ამბები

უნდა მიიღოს EU-მ ახალი წევრები ხვალ? არა, ზეგ შეიძლება – ლუქსემბურგის პრემიერი

24 ნოემბერი, 2017 • 1817
უნდა მიიღოს EU-მ ახალი წევრები ხვალ? არა, ზეგ შეიძლება – ლუქსემბურგის პრემიერი

“ევროპის კონტინენტის ქვეყნებს სჭირდებათ პერსპექტივა, რომ იცოდნენ: ოდესმე ევროკავშირის წევრობას შეძლებენ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ახლა სწორი დროა ამისათვის”, – ეს განცხადება ბრიუსელში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების კომენტირებისას.

ქსავიე ბეტელი ამბობს:

“თუ მკითხავთ, ევროპამ უნდა მიიღოს თუ არა ახალი წევრები ხვალ, პასუხი იქნება არა. [ზეგ?] შეიძლება ზეგ, მაგრამ ხვალ არა, ახლახან გამოვიარეთ ბრექსიტი…”, – ამბობს ბეტელი და დასძენს, რომ ევროკავშირმა მის შიგნით არსებული პრობლემები უნდა მოაგვაროს და “შემდეგ შეგვიძლია ვისმჯელოთ”.

34 ქვეყნისა და ევროსტრუქტურების ლიდერები ბელგიის დესაქალაქში უკვე იკრიბებიან. სამიტს დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელსაც დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

სამიტში ევროკაშირის წევრი 28 ქვეყნისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.

სამიტის მონაწილეები შეაჯამებენ გასული ორი წლის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს დასახავენ. დღის ბოლოს ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდება.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ – რას (არ) უნდა ელოდოს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი