პარლამენტმა კანონის პროექტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ” 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა.  

 

“ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, იზრდება “ბორჯომისა” და “ნაბეღლავის” მინერალური წყლისთვის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრება ბორჯომის მინერალური წყლისთვის 1 კუბურ მეტრ წყალზე – 30 ლარით, ხოლო “ნაბეღლავის” მინერალური წყლისთვის, 1 კუბურ  წყალზე – 18 ლარით.  

 

კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ “ბუნებრივი რესურსების სააგენტოა”. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *