ნეტგაზეთი | პირველი თოვლი თბილისსა და მის მიმდებარედ [ფოტო] პირველი თოვლი თბილისსა და მის მიმდებარედ [ფოტო] – Netgazeti

პირველი თოვლი თბილისსა და მის მიმდებარედ [ფოტო]

თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს პირველი თოვლი მოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, 24-25 ნოემბრიდან ცივი ჰაერის ინტენსივობა გაიზრდება.

“ამ საღამოდან ცივი ჰაერის ინტენსივობა იზრდება, ამიტომ 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში და აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში ნალექი თოვლის სახით არის მოსალოდნელი,” – განაცხადა გვაზავამ.

დოდო გვაზავას თქმით, თბილისის მთაგორიან შემოგარენში სუსტი თოვლი მოსალოდნელი იყო, თუმცა  თოვლი არ გაძლიერდება და მთელ დედაქალაქს არ მოიცავს.


თბილისს რაც შეეხება, აქ ძლიერი თოვლი მოსალოდნელი არაა. შემოგარენში იქნება სუსტი, ეს არის თემქა, ვარკეთილი, წყნეთი, შედარებით მთაგორიანი ადგილები. ღამით ცოტა, შესაძლებელია დარჩეს სუსტი თოვა. დედაქალაქში შესაძლებელია  მოვიდეს თოვლ-ჭყაპი,” – განაცხადა დოდო გვაზავამ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინდორმაციით, თოვლი დღეს ამბროლაურში, ბორჯომში, ზუგდიდში, თიანეთში, სტეფანწმინდაში, ახალციხეში, ბახმაროში, მესტიაში, ცაგერსა და ჭიათურაში მოვიდა.

წეროვანში დღეს პირველი თოვლი მოვიდა. 23 ნოემბერი, 2017 წელი. ფოტო: გაგი კვირიკაძე

წეროვანში პირველი თოვლი მოვიდა. 23 ნოემბერი, 2017 წელი. ფოტო: გაგი კვირიკაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან