სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეს, 22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა ტერორისტული აქტი ჩაიდინეს და ძალოვნებთან 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ.
ვახტანგ გომელაური არ აკონრეტებს, თუ როემლი ქვვეყნის მოქალაქეები არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ან რომელ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ ისინი.

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი, ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს ორი თანამშრომელი. მათივე ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი მოკლულია.
