ახალი ამბები

სპეცოპერაციის ადგილზე თბილისის მერი მივიდა

22 ნოემბერი, 2017 • 1558
სპეცოპერაციის ადგილზე თბილისის მერი მივიდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა. კახა კალაძეს თქმით, თბილისის მერია იმ მოქალაქეებს დაეხმარება, ვისაც საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა.  

ცოტა ხნის წინ თბილის მერიაში კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ბრიფინგზე ასევე ცნობლი გახდა ცხელი ხაზის ნომერიც, სადაც მოქალაქეებს, ვისაც დროებით საცხოვრებელი სჭირდებათ, შეუძლიათ დარეკონ. ეს ნომრებია: 2 37 50 29, 599 53 70 40, მოქალაქეებს  ასევე შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე  2 72 22 22 .

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა.

ამ დრომდე ოფიციალურად დასტურდება სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია ინგოროყვას კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი