თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდა, სავარაუდოდ, დაღუპულია კიდევ ერთი პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
“ნეტგაზეთს” გაბრიელ ბერის გამზირზე მცხოვრებმა პირმა მიაწოდა ფოტო, რომელზეც შორი ხედით ნაჩვენებია პირის ცხედარი, რომელსაც ლურჯი ტენტი აქვს გადაფარებული.

ამ დრომდე ოფიციალურად დასტურდება სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია ინგოროყვას კლინიკის ექიმმა დაადასტურა.
სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა.
