ახალი ამბები

ხათუნა გოგალაძე: ასათიანზე ხეები აღარ გაიჩეხება

9 ივლისი, 2013 • 1025
ხათუნა გოგალაძე: ასათიანზე ხეები აღარ გაიჩეხება

“ვესაუბრეთ ინვესტორს კიდევ ერთხელ და ინფორმაცია მივიღეთ, რომ აღარცერთი ხე არ მოიჭრება, რაც მოიჭრა, ის არის მხოლოდ. თუმცა, როგორც თქვენ იცით, ჩვენ მიერ შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც დილიდანვე მუშაობს იმ ტერიტორიაზე, რათა შესწავლილი იქნეს მოჭრილი ხეების მართებულობა და გამოკვეთილი იყოს მათი დაავადების ხარისხი”, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისი თქმით, მისასალმებელია საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი აქტიურობა:

 

“ჩვენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მივესალმებით საზოგადოების მხრიდან ასეთ აქტიურობას გარემოსდაცვითი პრობლემების წინა პლანზე წამოწევის კუთხით, მით უმეტეს, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ–ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ ეს პროცესი დაწყებულია და საზოგადოება განსაკუთრებული სიმწვავით რეაგირებს გარემოსდაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული აქტიურობა აუცილებლად გახდება ჩვენ წინაშე მდგარი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის ერთ–ერთი მიზეზი”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.

 

ასათიანის 10 ნომერში აქცია “არ მოჭრა ხე” რამდენჯერმე გაიმართა. აქციის მონაწილეები ინვესტორის მიერ ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობების აშენების მიზნით ხეების ჭრას აპროტესტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი