ახალი ამბები

აქცია: თბილისის მერია ბუნების მტერია

8 ივლისი, 2013 • • 1147
აქცია: თბილისის მერია ბუნების მტერია

აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით განხორციელდა. გარდა ამისა, მიტინგს შეურთდნენ ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებმაც საბურთალოს პარკის მისადგომებთან მცირე ასაკის შვილები და შვილიშვილები მიიყვანეს.

 

დემონსტრანტები საბურთალოს პარკში შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან კარი დაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ამ დროისთვის პარკში ხეების მოჭრის პროცესი შეჩერებულია. როგორც ცნობილია, დღეს ასათიანის ქუჩაზე გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, რაიმეს შეცვლა რთულია, რადგან ტერიტორია გასხვისებულია:

 

“ჩვენ პარასკევს გვქონდა შეხვედრა როგორც ინვესტორთან, ასევე, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიასთან. ჩვენ ვიკისრეთ მედიატორის როლი ამ პრობლემოს მოგვარებაში და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ვმსჯელობდით, რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა. თუმცა საკითხი საკმაოდ პრობლემურია გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტერიტორია გასხვისებულია 2010 წელს და იქ გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული ინვესტორს. მეორე მხრივ, ძალიან გასაგებია მოსახლეობის გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ გაცილებით მისაღებია და კარგია, რომ იქ იყოს მწვანე ზოლი და რეკრეაციული ტერიტორია, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე ალბათ რთული იქნება ამ პროცესების უკან წასვლა და ცვლილებების შეტანა”, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, რაც შეეხება თბილისის სხვა ნაწილებში სიმწვანის შენარჩუნებას, ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი