“ახალ “შრომის კოდექსში”, სამწუხაროდ, კვლავ უყურადღებოდ დარჩა ოჯახისა და დედის უფლებების დაცვის საკითხი, რომელიც უკავშირდება დეკრეტულ შვებულებებს. დღეს ჩვენ შევახსენეთ ხელისუფლებას და შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რათა გაიზარდოს, როგორც დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა, ასევე, მისი ანაზღაურება. დემოგრაფიული პოლიტიკა კვლავ დარჩება არაეფექტურ სახელმწიფო პოლიტიკად ქვეყანაში, სადაც დედას ან დედობის მსურველს კვლავ ექნება არჩევანი შვილის ყოლასა და სამსახურის შენარჩუნებას შორის,” – ამბობს გიორგი თარგამაძე.

 

მაგდა ანიკაშვილის თქმით, საკანონმდებლო წინადადება დეკრეტული შვებულების 180 დღემდე გაზრდას ითვალისწინებს:

 

“მიგვაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს სამართლიანი ანაზღაურების წესი, თანხის ოდენობა უნდა გაიზარდოს მინიმუმ 1200 ლარამდე, რაც ჩვენი ინიციატივის თანახმად, უნდა იყოს ქვედა ზღვარი, ხოლო ამაზე მეტი ქალბატონებმა უკვე საკუთარი ხელფასის პროპორციულად უნდა მიიღონ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *