ახალი ამბები

ხათუნა გოგალაძე: ასათიანზე ხეების გაჩეხვის შეჩერება რთული იქნება

8 ივლისი, 2013 • 994
ხათუნა გოგალაძე: ასათიანზე ხეების გაჩეხვის შეჩერება რთული იქნება

“ჩვენ პარასკევს გვქონდა შეხვედრა როგორც ინვესტორთან, ასევე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიასთან. ჩვენ ვიკისრეთ მედიატორის როლი ამ პრობლემოს მოგვარებაში და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ვმსჯელობდით, რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა. თუმცა საკითხი საკმაოდ პრობლემურია გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტერიტორია გასხვისებულია 2010 წელს და იქ გარკვეული ვალდებულებებია ქვს აღებული ინვესტორს. მეორე მხრივ, ძალიან გასაგებია მოსახლეობის გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ გაცილებით მისაღებია და კარგია, რომ იქ იყოს მწვანე ზოლი და რეკრეაციული ტერიტორია, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე ალბათ რთული იქნება ამ პროცესების უკან წასვლა და ცვლილებების შეტანა”, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, რაც შეეხება თბილისის სხვა ნაწილებში სიმწვანის შენარჩუნებას, ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ასათიანის ქუჩაზე ხეების გაჩეხვა დღეს დილით დაიწყო, სამუშაოების პარალელურად ადგილზე მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი