ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი ამბობს, რომ შეშფოთებულია საქართველოში მაღალჩინოსნების მიერ სახალხო დამცველზე გაკეთებული უარყოფითი განცხადებების გამო:
“სახალხო დამცველის მიმართ უარყოფითი განცხადებები გააკეთეს მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა საქართველოში. მე ძალიან ვარ შეშფოთებული იმ ზიანით, რომელსაც ამგვარი სიტყვიერი თავდასხმები იწვევს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ეფექტურობის კუთხით. სახალხო დამცველის ფუნქციაა, ადამიანის უფლებების დაცვისთვის იმუშაოს, იყოს ხელისუფლების ძალაუფლების მაკონტროლებელი და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმაროს მთავრობას. მისი როლია შესაძლო ხარვეზები აღმოაჩინოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში”,- ამბოს კომისარი Front News International -თან საუბრიას.
მისივე თქმით, შესაძლოა ხელისუფლება ომბუდსმენის კრიტიკას ყოველთვის არ ეთანხმებოდეს, ამიტომ ძალიან მნიშველოვანია, სახალხო დამცველი არ შეფერხდეს მისი როლის შესრულებისას და დამოუკიდებელ, ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში იმუშაოს.
“ამიტომ სიტყვიერი თავდასხმები სახალხო დამცველის ინტიტუტის მისამართით მიუღებლად მიმაჩნია. მტკიცედ მოვუწოდებ საჯარო დებატების მონაწილეებს გამოავლინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც სახალხო დამცველს და მისი აპარატის რეპუტაციას დააზიანებს და უარყოფითი გავლენა ექნება მათი საქმიანობის საჯარო აღქმაზე”.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებული ომბუდსმენის შეფასების გამო, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა. ომბუდსმენი ასევე გააკრიტიკეს პროკურორმა და თბილისის საქალაქო სასამართლომ.