ახალი ამბები

„საბას“ ელექტრონული წიგნები უკვე თქვენს Android მოწყობილობებში

5 ივლისი, 2013 • 2702
„საბას“ ელექტრონული წიგნები უკვე თქვენს Android მოწყობილობებში

ამის საშუალებას „საბას“ სპეციალური წამკითხველი პროგრამა SABA Reader იძლევა. უფასოდ ჩამოტვირთეთ Google-დან SABA Reader აპლიკაცია, Android წამკითხველში შესასვლელად ერთჯერადად გამოიყენეთ www.saba.com.ge -ზე რეგისტრაციის  მონაცემები, დაასინქრონეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ინტერნეტით და იკითხეთ ყველგან, სადაც კი დროს და საშუალებას გამონახავთ!

 

„საბას“ Android წამკითხველი საშუალებას გაძლევთ თქვენს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ინტერნეტის გარეშე წაიკითხოთ. SABA Reader-ის Android აპლიკაცია პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!

 

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი “საბას” 1000-მდე ელექტრონული წიგნიდან, შეიძინეთ, გაამდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა და მუდმივად თან ატარეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა თქვენს Android მოწყობილობებთან ერთად. მით უმეტეს, ზაფხული საუკეთესო დროა დასვენებისა და წიგნების კითხვისათვის.

 

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომლის მისამართია saba.com.ge, თიბისი ბანკმა გასულ წელს შექმნა. ის საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე და კლასიკური ქართული თუ უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს, მათ შორის – ლიტერატურული პრემია „საბას“ სხვადასხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს.

saba.com.ge-ზე ელექტრონული წიგნების წაკითხვა, Android-ის გარდა, შესაძლებელია ჩვეულებრივი კომპიუტერით, ლეპტოპით, iPhone-ის, iPad-ის და iPod Touch-ით, ასევე წიგნების გარკვეული ნაწილის წაკითხვა Kindle, Sony Reader, NOOK წამკითხველებითაც შეგიძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი