გთავაზობთ 16 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონსს:
09:30 – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ერთობლივ შეხვედრას გამართავენ და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების პრინციპებზე იმსჯელებენ. შეხვედრას გახსნიან სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი. მიასმართი: თბილისი, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“
09:30 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაიმართება კონფერენცია „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“. სასტუმრო Rooms Hotel (კოსტავას ქ. 14, თბილისი)
09:45 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბელორუსიის სახელმწიფო დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ბიზნეს სექტორი ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების განსახილველად შეხვედრას გამართავენ. მის.: ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია მაესტროს გვერდით)
10:00 სასტუმრო „ჰუალინგში” „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით რიგით მე-10 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მთავარ თემას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.
11:00 საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.
11.00 საქართველოს სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე – „ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს სტრატეგია“. ასევე, წარმოდგენილი იქნება სპეციალური ანგარიში – „გადასასვლელების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“. მისამართი: თბილისი, 26 მაისისი მოედანი N1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“
19:00 თბილისში ბელარუსის კულტურის დღეები გაიხსნება და გალა-კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი იური ბონდარი დაესწრებიან. მისამართი: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრი (რუსთაველის 17)
20:00 ქართულ ბაზარზე H&M შემოდის – “გალერია თბილისში”, H&M – ის მაღაზია საზეიმოდ გახსნება. მისამართი: რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისი“.
საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი [ქუთაისი]
11.30 პარლამენტის ბიუროს სხდომა
12.00 საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა
15.00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
პლენარულის სხდომის შესვენების დროს: საგარეო ურთიერთობათა და იურდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
16.30 პარლამენტის ბიუროს სხდომა