თბილისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო უხუცესმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ გახსნა, რომელიც საკრებულოში ჩოხით მივიდა.
ინჯიამ, რომელიც საკრებულოში საქართველოს პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს, განაცხადა, რომ ფიქრობდა, რა ჩაეცვა და გადაწყვიტა ჩოხით მისულიყო საკრებულოში.
“ჩოხა ქართველი კაცისთვის სულ სხვა რამეა”, – განაცხადა ინჯიამ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ინჯიამ უსურვა საკრებულოს წევრებს, რომ სულ ჩოხაში ჩაატარონ საკრებულოს სხდომები.
ამის შემდეგ მან საკრებულოს წევრების სია წაიკითხა. შემდეგ კი საკრებულო თავმჯდომარეს აირჩევს, რომლის კანდიდატაც ოცნების წევრი გიორგი ტყემალაძეა წარდგენილი.
დღეს, 14 ნოემბერს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა.