ახალი ამბები

დოლიძე სამთავრობო ცვლილებებზე – ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება

13 ნოემბერი, 2017 •
დოლიძე სამთავრობო ცვლილებებზე – ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება

სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, სამთავრობო რესტრუქტურიზაციის  შესახებ დღეს დაანონსებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ დოლიძემ, რომელიც სერბეთში განაცხადა, სადაც ის ამჟამად იმყოფება.

“მე ვფიქრობ როგორც ეკონომიკურ გუნდში, ასევე ინტეგრაციული პროცესები, ავიღოთ გარემოს დაცვითი საკითხები და სხვა. მეტი ეფექტურობის თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსური გათვლებითაც. როდესაც დაიწყება პროცესი, იმ მიზნის განსახორციელებლად, რასაც მეტი ეფექტურობა და ნკლები ბიუროკრატია ჰქვია, ბოლომდე იქნება ეს საქმე მიყვანილი”, – ამბობს დოლიძე და დასძენს, რომ ეს პროცესი დაგეგმილი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი