ახალი ამბები

ნათელაშვილი: ზოგიერთებს სურვილი აქვს, “თავო ჩემოთი” გაგვასვენოს ცნობილმა სოპრანომ თუ ბანმა

2 ივლისი, 2013 • • 1024
ნათელაშვილი: ზოგიერთებს სურვილი აქვს, “თავო ჩემოთი” გაგვასვენოს ცნობილმა სოპრანომ თუ ბანმა

როგორც ლეიბორისტების ლიდერმა დღეს, 2 ივნისს თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკა პოლიტიკოსების ადგილია.

 

 

“საერთოდ სირცხვილია, როდესაც პოლიტიკურ პარტიას აქვს პრეტენზია ლიდერობაზე, რაღაცის გაკეთებაზე, აქვს გამოცდილებაც და კანდიდატებს ეძებს არა პოლიტიკიდან, არამედ ოპერიდან, თეატრიდან და სპორტიდან. ეს სირცხვილია და არ ეკადრება ჩემს პოლიტიკურ მეგობრებს. თავისი კანდიდატურები დააყენონ, ამას უფრო მიესალმება საზოგადოება, ვიდრე უხერხულობაში ჩააყენონ აპოლიტიკური ფიგურები. საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ექსპერიმენტები. პოლიტიკაში პოლიტიკოსების ადგილია, მეღავიონებაში – მეღვინეების, ბიზნესში – ბიზნესმენების, ხელოვნებაში – ხელოვანების. ისინი ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდნენ და მით უფრო ფეხებში არ უნდა ეხლართებოდნენ”, – განაცხადა ნათელაშვილმა, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოანწილეობას აპირებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძესთან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მოლაპარაკებას ჯონდი ბაღათურია აწარმოებს. საუბარია იმაზე, რომ ბურჭულაძემ კენჭი დამოუკიდებელი კანდიდატის სახელით იყაროს და არა პარტიული. თავად ბურჭულაძე ამ საკითხზე კონკრეტული განცხადების გაკეთებისაგან თავს იკავებს.

 

“ამაზე საერთოდ არ მინდოდა საუბარი, არც უარს ვამბობ და არც -კის,”- ასეთი კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძემ იმ ინიციატივაზე, რომელიც ეხება მის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად.

მასალების გადაბეჭდვის წესი