ახალი ამბები

ბესელია: “ნაციონალების” მოთხოვნებს პასუხის ღირსადაც არ ვთვლი

1 ივლისი, 2013 • • 850
ბესელია: “ნაციონალების” მოთხოვნებს პასუხის ღირსადაც არ ვთვლი

სხდომის დასასრულს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს ვიდეოფირები აჩვენეს. ჩვენების დაწყებამდე სხდომა ოთხმა დეპუტატმა დატოვა. როგორც ბესელია აცხადებს, ფირების ბოლომდე ნახვა ვერავინ შეძლო:

 

“ბოლომდე ვერცერთმა ვუყურეთ, რაღაც ნაწილი ვნახეთ. ეს არის რაღაც არაადამიანური, სისასტიკის მიღმა კიდევ თუ შეიძლება რამე წარმოვიდგინოთ. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ახსნა, ან გაამართლო მსგავსი საზიზღრობა და მით უფრო, როდესაც გავიაზრებთ, რომ ეს ხდებოდა ოფიციალურ სტრუქტურებში, პოლიციის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების დავალებით და მათი მონაწილეობით. მე არ ვიცი, ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. რა არ მინახავს, რა არ მსმენია, მაგრამ მსგავსი სისაძაგლე, მსგავსი არაადამიანურობა, მე არ ვიცი.”

 

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, რომ აღნიშნული ვიდეოების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ბესელია აცხადებს, რომ მათ მოთხოვნებს პასუხის ღირსადაც არ თვლის:

 

“იმ ადამიანებს არ აქვთ ამის თქმის უფლება მორალურად. ჯერ მობრძანებულიყვნენ ამ კომიტეტის სხდომაზე და თუ აინტერესებდათ, აქ გაეკეთებინათ განცხადებები და კითხვები აქ დაესვათ. ამის მერე კიდე რაიმე სახის მოთხოვნა, ეს  უკვე ცინიზმია და პასუხის ღირსადაც აღარ ვთვლი ამას. ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ყველაფერი ერთად აღებული, ეს არის კრებსითი სახე იმ სისტემის, რომელიც შექმნილია “ნაციონალური მოძრაობის”მიერ. რა კომისია უნდა შექმნან და რა უნდა გამოიძიონ? მათ ჯობია ის გვითხრან, ამ საქმეზე პასუხისმგებლობას რომ იღებენ, რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობის აღება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი