ახალი ამბები

წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ჩვენება ოთხმა დეპუტატმა დატოვა

1 ივლისი, 2013 • • 891
წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ჩვენება ოთხმა დეპუტატმა დატოვა

მანანა კობახიძის თქმით, ის არ თვლის საჭიროდ კადრები ნახოს:

“იდენტიფიცირება ნამდვილად შეუძლებელია. მე დავტოვე სხდომა, მაგრამ ვიცი, რომ არის დაფარული, ანუ ადამიანის ამოცნობას ისინი, ვინც ამ კადრებს ნახავენ, ვერ შეძლებენ. საკმაოდ მძიმეა, როგორც ჩანს, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს ვნახო, იმიტომ, რომ რაც არის აქ წარმოდგენილი, ამის შესახებ ჩემთვის პატიმრებს აქვთ მოყოლილი, როდესაც მე მათ ციხეში ადვოკატის სტატუსით ვხვდებოდი. მსხვერპლებისგან მაქვს ეს ინფორმაცია და ამას ვიდეოკადრებში ვნახავ თუ არ ვნახავ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის უმძიმესი ფაქტები. ზოგიერთი დეპუტატი დარჩა და თვლიან ვალდებულად თავს, რომ… ადამიანებმა ეს გადაიტანეს და ეს ყველაფერი მათ შეემთხვათ და ეხლა, ჩვენ ნახვაზე ვთქვათ უარი, ეს ალბათ საკუთარი თავის ალბათ დაცვაა უფრო მეტად, მაგრამ მე მაინც გამოვედი.”

 

მისივე თქმით, თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს:

 

“შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ “ჯიჰადის” ვიდეოების საქმეზე და აღმოჩენილ ვიდეოფირებზე, რომელზეც ადამიანების წამებაა ასახული, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამაში ჩართულები არიან ამერიკის სადაზერვო სამსახურის წარმომადგენლები და სამინისტრომ გვითხრა, რომ აუცილებლად მოხდება ამ დანაშაულის გახსნა, მაგრამ ჯერ-ჯერობით კონკრეტულ პირებზე არ არის გამოძიება გასული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი