ახალი ამბები

უგულავა: კოკის გადაწყვეტილება მორალთან მწყრალია

1 ივლისი, 2013 • 1084
უგულავა: კოკის გადაწყვეტილება მორალთან მწყრალია

“მე თავს მოვალედ ვთვლი, რომ პატივი ვცე ნებისმიერი ადამიანის ასეთ გადაწყვეტილებას. მოტივაციაზე მე და კოკის განსხვავებული შეხედულებები გვქონდა და გვაქვს. მე მასთან მქონდა საუბარი რამდენიმე დღის წინ. ვთვლი, რომ მან მისთვის შეიძლება პერსონალურად სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და აქედან მან სარგებელი ნახოს, ასევე ვთვლი, რომ ასეთ ვითარებაში ეს საქციელი თუნდაც მეგობრული, თუნდაც კოლეგიალური კუთხით არასწორი და, რბილად რომ ვთქვათ, მორალთან მწყრალია. თუმცა ისევ ვიმეორებ, ეს მისი გადაწყვეტილებაა და მე პატივს ვცემ. ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემთვის ახლო კოლეგა და მეგობარი, მე მას წარმატებას ვუსურვებ. პოლიტიკა ცალკე აღებული არ არსებობს, პოლიტიკაში ადამიანური ფაქტორები, პოლიტიკაში მეგობრობა, ისევე როგორც ცხოვრებაში, კოლეგიალობა, ერთგულება მნიშვნელოვანია და მე პირადად არსდროს არ ვმოქმედებ პოლიტიკური კონიუნქტურით და მიმაჩნია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს არასწორია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ვრცელი წერილი დღეს, 1 ივლისს, სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მის წინაშე მდგარ მიზნებს ვერ უმკლავდება და აღარ წარმოადგენს “უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტიტუტს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი