ახალი ამბები

სესიაშვილი: უმცირესობა პასუხისმგებლობას გაურბის

1 ივლისი, 2013 • • 881
სესიაშვილი: უმცირესობა პასუხისმგებლობას გაურბის

სხდომას არ ესწრებიან საპარლამეტნო უმცირესობის წევრები, რომლებიც თბილისის მერიის თანამშრომელთა დაკავების გამო საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ  უმცირესობა ამ გადაწყვეტილებით  პასუხისმგებლობას თავს არიდებს:

 

,,ეს არის სხდომა, რომელზეც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოების მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს. ლოგიკურად, უმცირესობა უნდა დაინტერესებულიყო ამ საკითხებით, მით უმეტეს, როცა ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ როგორ უნდა შევქნათ საგამოძიებო კომისია, როდესაც პირველად ინფორმაცია არ გვაქვს მიღებული.  ვფიქრობ, თავიდანვე განზრახული ჰქონდათ თავი აერიდებინათ და ჰქონდათ  იმის მოლოდინი, რომ უმრავლესობა არ დათანხმდებოდათ არც საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და არც მოსმენაზე, მაგრამ მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ,  საზოგადოების ინტერესი არსებობს, რომ კითხვებს პასუხი გავცეთ. მე ვფიქრობ, რომ უმცირესობა პასუხისმგებლობას გაურბის. ჩვენს საქმე გვაქვს იმ დანაშაულებთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო ჩადენილი და ამ ნაწილში ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას“.

 

მისივე თქმით, სხდომის ბოლოს მოხდება ვიდეომასალების ჩვენება:

 

“განხილვის ბოლოს ვაჩვენებთ ვიდეოჩანაწერებს.  დეპუტატები  სურვილის  არსებობის შემთხვევაში ნახავენ ვიდეოჩანაწერებს.  ეს ჩანაწერები უკვე ნახეს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ამ მასალების მიმართ ინტერესი დეპუტატებსაც გააჩნიათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი