ახალი ამბები

ეკლესიისადმი ნდობა 17 მაისიდან 2 ივნისამდე

28 ივნისი, 2013 • • 1975
ეკლესიისადმი ნდობა 17 მაისიდან 2 ივნისამდე

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ეკლესიის მსგავსად, 93–პროცენტიანი ნდობის პროცენტული მაჩვენებელი აქვს საქართველოს არმიასაც. შეიარაღებული ძალები ეკლესიასთან ერთად ნდობის თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში პირველ ადგილს ინაწილებს. 

 

კვლევის მიხედვით, პოლიციას 88 პროცენტი ენდობა, ქართულ მედიას  და პარლამენტს – 81 პროცენტი, მთავარობას  – 79 პროცენტი, განათლების სისტემას –  63 პროცენტი, პროკურატურას – 61 პროცენტი, სასამართლოს – 55 პროცენტი, ეროვნულ ბანკს – 50 პროცენტი, ომბუდსმენის ოფისს 49 პროცენტი ენდობა, 13 პროცენტი არ ენდობა, ხოლო დარჩენილ 38 პროცენტს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს; ცესკოს 47 პროცენტი ენდობა, 18 პროცენტი არ ენდობა, 35 პროცენტს მოსაზრება არ აქვს; პოლიტიკურ პარტიებს 46 პროცენტი ენდობა, 36 პროცენტი არ ენდობა, 18 პროცენტს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს; პრეზიდენტის ოფისს 37 პროცენტი ენდობა, 52 პროცენტი არ ენდობა, ხოლო 11 პროცენტს ამ საკითხზე მოსაზრება არ აქვს; გუბერნატორებს 32 პროცენტი ენდობა,  37 პროცენტი არ ენდობა, ხოლო 31 პროცენტს მოსაზრება არ აქვს.

 

 

კვლევის მიხედვით, ეკლესიისადმი ნდობის პროცენტული მაჩვენებლის დინამიკა ამა წლის თებერვლის თვესთან შედარებით 2 პროცენტითაა დაწეული, რადგან 2013 წლის თებერვალში ეკლესიას 95–პროცენტიანი ნდობის პროცენტული მაჩვენებლი ჰქონდა. თებერვალთან შედარებით ორი პროცენტით გაიზარდა არმიისადმი ნდობის მაჩვენებელი და 93 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების ცდომილება 1,5 პროცენტს არ აღემატება.

 

 

თებერვალთან შედარებით 11 პროცენტით დაიწია პროკურატურისადმი ნდობამ, თუ თებერვალში ამ უწყებას 71–პროცენტიანი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდა, მაისის თვეში ამ მონაცემმა 60 პროცენტი შეადგინა. სასამართლოს ნდობის პროცენტულმა მაჩვენებელმა, კვლევის მიხედვით, თებერვალთან შედარებით 7 პროცენტით დაიკლო. 

 

ზემოხსენებული კვლევა IRI–ს დაკვეთით ბალტიკ სარვეიმ, გელაპმა და P&M-მა ჩაატარეს 17 მაისიდან – 2 ივნისამდე პერიოდში. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3998 ადამიანი. კვლევის ავტორების მტკიცებით, ცდომილების ზღვარი 1,5 პროცენტს არ აღემატება. კვლევის შედეგები IRI–ს არ გაუსაჯაროვებია, მონაცემები ჟურნალისტებისათვის სხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი