ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ორ სხვა საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. შესაბამისად, ადვოკატი მიიჩნევდა, რომ უადგილო იყო მისთვის მესამედ წინასწარი პატიმრობის შეფარდება.
რაც შეეხება გირგვლიანის საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს დავით ქოქიაშვილს, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მას შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ადვოკატი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
2012 წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც შსს–ს ყოფილ რამდენიმე მარალჩინოსანს ბრალდება წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის წამებისა და მკვლელობის საქმე განზრახ არ იქნა გამოძიებული და წლების წინ დაიმალა რეალური დამნაშავეების მონაწილეობა საქმეში.