მარიკა ვერულაშვილის თქმით, მან და ელისო ჩაფიძემ, როგორც ყოფილმა ჟურნალისტებმა, გადაწყვიტეს ჟურნალისტების საქველმოქმედო კამპანიას შეუერთდნენ:

“ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგებს, ჩვენ ჟურნალისტები ვართ და შევუერთდეთ მათ ძალიან კარგ საქმეში. მე ვფიქრობ, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება დღეს ძალიან პრიორიტეტული თემაა, ისინი აკეთებენ მართლაც ძალიან კარგ საქმეს. რამდენიმე დღის წინ გადაარჩინეს 12 წლის ბავშვის სიცოცხლე. მე ვიცი უფრაქციო დეპუტატების პოზიციაც და ჩვენ ვაპირებთ ხელფასის ნაწილი ამ ბავშვების დასახმარებლად გადავრიცხოთ.”
მისივე განმარტებით, ისინი ჟურნალისტებს საკანონმდებლო დონეზეც დაეხმარებიან:
“ყოფილი პარლამენტის წინ მათ აქციაზე მივიდა ჯანდაცვის მინისტრი და ამ დიალოგის შემდეგ გამოიკვეთა პოზიცია, რომ სამინისტროს ჰქონდა საშუალება ამ ბავშვის დაფინანსების, თუმცა იყო რაღაც შეუსაბამობა კანონთან. მე მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომ თუკი მათ დაჭირდებათ დახმარება საკანონმდებლო დონეზე, ჩვენ მზად ვართ ჩვენს თავზე ავიღოთ ყველა პასუხისმგებლობა, ჩვენ მზად ვართ დავესწროტ მათ ყველა აქციას, მზად ვართ მათთან ერთად მივიდეთ ყველა ინსტანციაში და გავაკეთოთ ყველაფერი ბავშვების დასახმერებლად.”
ელისო ჩაფიძის თქმით, ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებენ და დეპუტატები გულგრილი ვერ იქნებიან ასეთ დროს:
“ჟურნალისტები აკეთბენ უდიდეს საქმეს და დეპუტატებმა, რომლებიც ყოფილი ჟურნალისტები ვართ, გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მათ აქციას. ეს იქნება მათ ფონდში თანხის შეტანა, თუ სხვა აქტივობა. ასევე, მე და მარიკა ვაპირებთ საკანონმდებლო წინადადების დასმას, რომელიც გაითვალისწინებს რეფერალური პროგრამებიდან ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადარჩენას.”








