ახალი ამბები

მიწის უცხოელებზე მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

27 ივნისი, 2013 • • 1253
მიწის უცხოელებზე მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა, რომ აღნიშნული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იქნას განხილული: 

 

“კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა იმას, რომ მორატორიუმი გამოცხადდეს მიწის გაყიდვაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე 2014 წლის ბოლომდე,”-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ვრცელდება თუ არა მორატორიუმი იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობენ, ტყემალაძე პასუხობს:

“თუ საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეა, არ ეხება. თუ საქართველოს მოქალაქეა და წავიდა და ამერიკაში მიიღო მოქალაქეობა, იმან ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ხომ? თუ ამერიკელი მოქალაქეა და აქ პრეზიდენტმა მიანიჭა მას მეორადი მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეა, რა თქმა უნდა, და შეუძლია მიწის ყიდვა.” 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ორ წელში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 8 458 პირს, მათ შორის უმრავლესობა – 6527 რუსეთზე მოდის. 2004-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 25 314 მოქალაქისთვის აქვს მინიჭებული ქვეყნის პრეზიდენტს, ანუ ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა სულ 33 772-მა პირმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი