ახალი ამბები

„მწვანე მეხსიერება“ პრეზენტაცია პარლამენტში

27 ივნისი, 2013 •
„მწვანე მეხსიერება“ პრეზენტაცია პარლამენტში

შეხვედრაზე, რომელსაც დეპუტატებიც ესწრებოდნენ, მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას  მწვანეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობის ისტორიის კვლევის შედეგები. 

 

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, პროექტის მიზანია, დამოუკიდებელ საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესების მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდება საქართველოში მწვანეთა მოძრაობის ისტორიული განვითარების გზაზე.

ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამის კოორდინატორი მალხაზ სალდაძე ამბობს, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იყო:

“პროექტი, რომელიც დღეს წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტში არის საქართველოში მწვანეთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობის ისტორიული კვლევა “მწვანე მეხსიერება”, რომლის მიზანია შეისწავლის საქართველოში 1980 წლის ბოლოდან 2002 წლამდე როგორ დაიწყო, განვითარდა მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგი და მისი მატარებელი საზოგადოებრივი ჯგუფები, თუ პოლიტიკური პარტია.  მნიშვნელოვანია სწორედ იმის გააზრება როგორ დაიწყო და რა ბედი ეწია ამ მოძრაობას და პარტიას, იმისთვის, რომ მივხვდეთ ზოგადად, პოლიტიკური დინამიკა ქვეყანაში როგორი არის და რა გავლენას ახდენს კონკრეტული პარტიის ისტორია ამ მრავალპარტიული დემოკრატიული დემოკრატიის განვითარებაზე საქართველოში.”

პროექტის ფარგლებში  შესწავლილი იქნა  მწვანეთა მოძრაობის და მწვანეთა პარტიის ოფისებში განთავსებული არქივები, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი, სადაც მოიძიეს ოფიციალური დოკუმენტები, ორიგინალი ჩანაწერები, ფოტოსურათები, საგაზეთო მასალები.  შეკრებილი მასალებით შეიქმნა მწვანეთა მოძრაობის ელექტრონული არქივი, რომელიც  მათი საქმიანობის 1989-2003 წლის  პერიოდს მოიცავს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი