ახალი ამბები

“ძალიან მადლობელი ვართ” – საზმაუმ ბერას საჩუქარი მიიღო

6 ნოემბერი, 2017 • 2086
“ძალიან მადლობელი ვართ” – საზმაუმ ბერას საჩუქარი მიიღო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მაუწყებელი თანახმაა, ბერა ივანიშვილისგან სპეციალური ტექნიკა საჩუქრად მიიღოს.

“აჟიოტაჟი და სიფრთხილე საზოგადოების გარკვეული ნაწილისა ასევე მისასალმებელია, რომ რაიმე ცუდი არ მოხდეს. მათ ეს, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრობით მოსდით, თუმცა ამან ჩვენ სიკეთეც მოგვიტანა. ამ აჟიოტაჟის შედეგად, ამ ტექნიკის მფლობელმა ბერა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა ტექნიკა. ამ ეტაპზე ის ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან მადლობელი ვართ და მომავალშიც გაგებით და მადლობით შევეგებებით, ვინც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ “მოამბესთან” საუბრისას.

24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის.

23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერა ივანიშვილის კომპანიისგან 346 098 ლარად იქირავებს განათებას  გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”.

30 ოქტომბერს ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  იგი იმ  ტექნიკას, რომელიც უნდა ექირავებინა 1 არხს, მაუწყებელს საჩუქრად მისცემდა.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერას კომპანიას 400 ათასამდე ლარს უხდის

GPB ხაინდრავას კომპანიას სერიალის გადაღებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე გადაუხდის

საზმაუს ფუნქცია კერძო კომპანიის შემოსავლებზე ზრუნვა არაა – მსხილაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი