ახალი ამბები

საგანელიძე: წამების კადრები შს სამინისტროში ვნახე

26 ივნისი, 2013 •
საგანელიძე: წამების კადრები შს სამინისტროში ვნახე

“მე ვალდებული ვიყავი, რომ მენახა და ეს გავაკეთე აბსოლუტურად ლეგიტიმურად, შეთანხმებით პარლამენტის ბიუროს რამდენიმე წევრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჩემი ფეხით მივედი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, მოვითხოვე, იმიტომ, რომ მე მაქვს მოთხოვნის უფლება, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, მოვითხოვე და ვნახე და ამით ჩემი ვალდებულება ჩემს ამომრჩეველთან შევასრულე. კეთილი ინებოს ჯაფარიძემ, მიბრძანდეს თვითონაც თავისი ფეხით, მოითხოვოს და ანახებენ, იმიტომ, რომ პარლამენტის წევრია და მერე გამცეს პასუხი იმაზე კი არა, მე როგორ ვნახე, გამცეს პასუხი იმაზე, წლების განმავლობაში რომ ამ ხელისუფლებას წარმოადგენდა თვითონ, სად იყო მაშინ და სად ჰქონდა ყურები, როცა ეს ხდებოდა ქვეყანაში?” – აცხადებს საგანელიძე.


შეგახსენებთ, რომ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, წამების ამსახველი ვიდეომასალები ნანახი აქვს მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო სექტორის და თბილისის საკრებულის ინტერფრაქციულ ჯგუფს.


ამასთან, დაგეგმილია, რომ 1 ივლისს პარლამენტში მოხდება ამ ვიდეომასალების დახურული ჩვენება დეპუტატებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი