მედიის მიერ დასმულ კითხვაზე, შეეზღუდებათ თუ არა იარანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მიმოსვლა, მინისტრმა უპასუხა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავება:
“საქართველოში საიმიგრაციო პოლიტიკა არ არსებობდა და ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კომისიის თავმჯდომარე გახლავთ იუსტიციის მინისტრი და ძალიან მალე პარლამენტს წარედგინება მთავრობის კანონი უცხოელი მოქალაქეების საქართველოში გადაადგილებისა და ყოფნის შესახებ. ამ ცვლილებების პაკეტში შეიძლება გადაიხედოს და ზოგიერთ ქვეყანასთან მოწესრიგდეს სავიზო რეჟიმი. ამ ფარგლებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა 120 ქვეყანასთან ცალმხრივად გაუქმებული რეჟიმი, იქნება ცვლილებები. ეს ცვლილებები არ შეეხება არც ევროკავშირის და არც ნატოს ქვეყნებს. მიმდინარეობს მოწესრიგება საიმიგრაციო პოლიტიკის” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ეს კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.