როგორც საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავის ისრაელელ კოლეგასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, სადაც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე, ეკონომიკის საკითხებიც განიხილა.
“სავაჭრო შეთანხმებებზე დაიწყებენ ჯგუფები მუშაობას, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გავაკეთოთ ორ ქვეყანას შორის. ვისაუბრეთ ვიზების გაუქმებაზე და გაიოლებაზე და ეს პროცესიც დაიწყება ძალიან სწრაფად, პრემიერმა ჩემთან ერთად გასცა განკარგულება. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე სხვა დარგებშიც”, – განაცხადა ივანიშვილმა.
“ეს იყო ჩემი ყველაზე წარმატებული ვიზიტი. ყველა ჩემი ვიზიტი წარმატებული იყო, მაგრამ მე ისრაელში მივიღე იმაზე მეტი, რასაც ველოდი. ოცნების დონეზე რაც გვქონდა, ჩვენ მოვახერხებთ ორ სახელმწიფოს შორის ისეთი ურთიერთობის აღდგენას”, – აღნიშნა მან.