ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მარიამ საჯაიას ინიციატივას მხარი დაუჭირა

25 ივნისი, 2013 • • 944
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მარიამ საჯაიას ინიციატივას მხარი დაუჭირა

“იდეა იყო კომიტეტის მიერ დადებითად შეფასებული და პრინციპების დონეზე მხარდაჭერილი,” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ. 

 

მარიამ საჯაიას თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ სტაჟირება საჯარო სამსახურში გაიარონ:

 

“წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლითაც რეგულირდება საჯარო სამსახურებში სტაჟირებების წესი. ჩემი ინიციატივის თანახმად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ,  გაიარონ არანაკლებ 3 თვიანი სტაჟირება ყველა საჯარო სამსახურში, რომლებიც წელიწადში ორჯერ გამოაცხადებენ  სტუდენტთა მიღებას.“

 

რაც შეეხება ანაზღაურებას, საჯაია აცხადებს:

 

“ანაზღაურების შესახებ კონკრეტული რეგულირება კანონში არ არის, თუმცა საჯარო სამსახურებს ექნებათ უფლებამოსილება, რომ თვითონ გასცენ გარკვეული ანაზღაურება.”

 

მისივე თქმით, კანონპროექტით განსაზღვრულია სტაჟიორთა რაოდენობა. კერძოდ, სტაჟიორთა რაოდენობა უნდა იყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის არანაკლებ 10% და სტაჟირება უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი