ახალი ამბები

პარლამენტი ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული მონაცემებით დადგენის წესზე მსჯელობს

25 ივნისი, 2013 •
პარლამენტი ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული მონაცემებით დადგენის წესზე მსჯელობს

კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, კანონპროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიების დადგენა ბიომეტრიული მონაცემებით მოხდება:

 

„კანონით განისაზღვრება, რომ ამომრჩეველთა სიების შედგენა დაეფუძნება ბიომეტრიულ პარამეტრებს. ეს იქნება პირის სახის ბიომეტრიული ფოტოსურათი, რომელიც შემდგომ პროგრამულად დამუშავდება და ამომრჩეველთა აღრიცხვისას, სიების შედგენისას, ყოველი ახალი მონაცემი შეუდარდება უკვე მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ერთი და იგივე პირის სიაში ორჯერ ან მეტჯერ შეყვანას. აღრიცხვა მოხდება უკვე პირის გამოცხადებისას სააღრიცხვო პუნქტში, იქნება ეს სამოქალაქო რეესტრი, თუ სხვა სააღრიცხვო პუნქტი, ან როდესაც  უშუალოდ მასთან მივლენ აღმრიცხველები.”

 

მისივე მტკიცებით, კანონპროექტი „კარუსელებს“ ბოლოს მოუღებს. თუმცა მისი სრულად ამოქმედება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მოხდება:

 

„ამრიგად, ჩვენ გვექნება ზუსტი სურათი, რამდენი ამომრჩეველი გვყავს, ვინაა ეს ამომრჩეველი. ერთი და იგივე ადამიანი ვეღარ მოხვდება რამდენიმე სხვადასხვა უბნის საარჩევნო სიაში, ამით ბოლო მოეღება კარუსელებს, რაც 20 წელიწადია ჩვენი სენია, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება მომავალი წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის. ამას ჭირდება დრო, არცთუ მცირე სახსრები და ადგილობრივი არჩევნებისთვის გვექნება საიმედო სიები.”

 

კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი