ახალი ამბები

დავითაშვილი ტელესერიალების წინააღმდეგ

25 ივნისი, 2013 • 1031
დავითაშვილი ტელესერიალების წინააღმდეგ

“მიმაჩნია, რომ ერთი შეხედვით, იმ უწყინარ სერიალებში, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდების ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი დაშვებულია და ნებადართული. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ. ეს არ არის სასაცილო ან საქილიკო თემა. მე არ მინდა საქართველო იყოს ბრაზილია”, – აცხადებს დავითაშვილი.

 

დეპუტატმა უკვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონში უნდა შევიდეს.

 

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

“საქართველოში არსებობს კანონი მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ, რომელიც ფორმალურად არსებობდა წლების განმავლობაში, ვინაიდან ამოქმედების მექანიზმები რეალურად არ არსებობდა. ჩემი აზრით, აუცილებელია ამ კანონის ამოქმედება. მე მოვამზადე ამ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვას.

 

ახალგაზრდები რომ დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან, ამისათვის ჩემი ინიციატივა ითვალისიწნებს ისეთი ტიპის პროდუქციის დემონსტრირების შეზღუდვას, რომლებიც ახდენენ წახალისებას და პროპაგანდირებას ძალადობის, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამიური კავშირების წახალისებას. საფუძვლად ავიღე ლიტვის კანონმდებლობა, რომელიც ლიდერია ამ სფეროში. ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ლიტვის კანონმდებლობა და ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისები, სერიოზულად უნდა შეიზღუდოს ასეთი პროდუქციის გავრცელება, როგორც ტელეეთერით, ასევე, სხვა საშუალებებით”.

 

დავითაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი