ახალი ამბები

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებს

24 ივნისი, 2013 • • 996
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებს

“იგი ბრალს არ აღიარებს და მას არც ერთ ნაწილში არ ეთანხმება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ვანო მერაბიშილი აცხადებს, რომ მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

 

როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

 

პროკურატურის განცხადებით, ეს გამოიხატა მერაბიშვილის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, ასევე, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათი სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგიების უზრუნველყოფისათვის, ასევე, მათი სასჯელიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების ხელშეწყობაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი