ახალი ამბები

ბათუმში სუამის კონფერენცია გაიმართება

24 ივნისი, 2013 • • 1056
ბათუმში სუამის კონფერენცია გაიმართება

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ მიაწოდა.

 

“ჩვენი ინიციატივით ვატარებთ ამ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სუამის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგეაციები, ისე ბალტიის სამი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები. ასევე ველოდებით სტუმრებს სხვა ორგანიზაციებიდან და იმედი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იქნება როგორც ამ კონფერენციის ფარგლებში მუშაობა, ასევე ორმხრივი შეხვედრები”, – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ წელს სუამის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოა. სუამი წარმოადგენს ოთხი ქვეყნის რეგიონულ ორგანიზაციას – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანისა და მოლდოვას რესპუბლიკები.

მასალების გადაბეჭდვის წესი