ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 1 ივლისიდან ფართოვდება

22 ივნისი, 2013 • • 1441
საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამა 1 ივლისიდან ფართოვდება
1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და იწყება მეორე ეტაპი.
 
ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ასევე დაფინანსდება: გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი). პროგრამის მოსარგებლეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.
 

 
 
 
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის შეეხო საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა.
 
 
პროგრამა ითვალისწინებდა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას. პროგრამაში ჩართულია 425 პროვაიდერი დაწესებულება.
 
 
28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია მილიონ 347 ათას 658 ბენეფიციარი. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება გაეწია 41 713 პაციენტს, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა 15 275. სულ გაიხარჯა 6 მილიონ 361 ათას 132 ლარი.
 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი